კახეთში 20 ჰექტარი ხორბლის ყანა დაიწვა

22 აგვ 2017

სიღნაღის რაიონში, ცოტა ხნის წინ  დედოფლისწყაროდან სოფელ გამარჯვებას მიმართულებით 20 ჰექტარი ხორბლის ყანა დაიწვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ყანაში ხორბლის მოსავალი უკვე მომკილი იყო. შემთხვევის ადგილზე 4 სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული და ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.