22 აგვ 2017
ანდაქის ხეობაში რეინჯერები ხანძარს ებრძვიან. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თბილისის, ალგეთისა და ყაზბეგის ეროვნული პარკის რეინჯერები არიან ჩართული.
ხანძრის მასშტაბების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია. ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.