ხე ორ ავტომობილს დაეცა

23 აგვ 2017

ბათუმი ახალციხის გზაზე მიმავალ ორ მსუბუქ ავტომობილს ევკალიპტის ხე დაეცა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა. ორივე მათგანი სამედიცინო ცენტრ “მედინაშია” გადაყვანილი და ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.