25 აგვ 2017
დაბა ოჩხამურში 18 აპრილს ძლიერი ქარის გამო დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსი ამ დრომდე არ შეკეთებულა, სახლს დაზიანებული აქვს ფასადი და სახურავი, რის გამოც შენობაში წვიმის დროს წყალი შედის, 2 ოჯახი თავს ახლობლებთან აფარებს.
ქობულეთის გამგეობაში აცხადებენ, რომ კორპუსი რეაბილიტაციას არ ექვემდებარება, რის გამოც ბიუჯეტის ცვლილებისას 120 ათასი ლარი ქეთევან წამებულის ქუჩის პირველ ნომერში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის გამოიყო. ორსართულიანი შენობა 8 ოჯახზეა გათვლილი, მშენებლობისას კი მცხოვრებლები გამგეობამ ქირით დროებით საცხოვრებელში უნდა გაიყვანოს.