„ავარიული დაშვება წყალზე“

26 აგვ 2017

4 ადამიანი დაშავდა ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად ბორჯომის ხეობაში. დაშავებულია ვერტმფრენში მყოფი ეკიპაჟის 3 წევრი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, რომელიც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე ქართული მი-8 ტიპის ვერტმფრენი წყლის აღების მომენტში, წყალში ჩავარდა.