ბიაფი 2017

26 აგვ 2017

ბათუმის საავტორო ფილმების მე-12  საერთაშორისო კინოფესტივალის მენეჯმენტმა 2017 წლის კონკურსის პროგრამისთვის 10 მხატვრული და 9 დოკუმენტური ფილმი შეარჩია. საერთაშორისო  კინოფესტივალი 2017 წლის 17 სექტემბერს დაიწყება და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

ჟიური  5 წევრისგან შედგება, რომლის თავმჯდომარე ცნობილი ირანელი კინორეჟისორი მოჰსენ მახმალბაფია. ფილმების ფესტივალზე  დასწრება უფასოა. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორი ბათუმის  ხელოვანთა სახლი “არგანი”ა.