ბათუმში დავით ბალაძის სახელობის ქუჩაზე, ხელოვანთა რეზიდენცია გაიხსნა

27 აგვ 2017

ბათუმში დავით ბალაძის სახელობის ქუჩაზე, ხელოვანთა რეზიდენცია გაიხსნა. აქ გაიმართება თეატრალური წარმოდგენები, პოეზიის საღამოები, მუსიკის, კინოს და სხვა კულტურული ღონისძიებები. რეზიდენცია მხატვარ გოჩა ჟღენტის სახლში მოეწყო და 5 ხელოვანია გაერთიანებული. ხელოვანებთან გაერთაინება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.