დაკავება საზღვარზე

28 აგვ 2017

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები, ავტობუსში მოწყობილი სამალავებით, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით საბაჟო კონტროლისგან მალულად საქართველოს ტერიტორიიდან საბაჟო წესის დარღვევით ცდილობდნენ გადაეტანათ დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 48 920 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.