უკრაინული თვითმფრინავი, რომელიც აბასთუმანში ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას ბათუმშია

29 აგვ 2017

უკრაინული თვითმფრინავი, რომელიც აბასთუმანში ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას უკვე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშია. ტყის ხანძართან საბრძოლველად უკრაინიდან საქართველოში გამოგზავნილი სპეციალური თვითმფრინავი, რამდენიმე წუთის წინ ჩამოფრინდა. უკრაინული Aნ-32P აბასთუმანში, ხანძრის ქრობის პროცესში მალე ჩაერთვება. 

თვითმფრინავს, მანევრირების მაღალი შესაძლებლობის გამო, შეუძლია, დაბალ სიმაღლეზეც კი, პირდაპირ ხანძრის კერას დაასხას წყალი. ხანძარსაწინააღმდეგო მფრინავი საშუალება  გარე 4 რეზერვუარითაა აღჭურვილი, თითოეულის ტევადობა კი 2000 ლიტრია.