ქობულეთის 81-ე ოლქში, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველთა განაცხადების მიღება დასრულდა

30 აგვ 2017

669 განაცხადი შევიდა ქობულეთის 81-ე ოლქში, სადაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ვაკანტური ადგილი 390-ია. ოლქის თავმჯდომარის თქმით, კომისიის წევრობის სურვილი წინა არჩევნებში მონაწილე წევრებმაც გამოთქვეს.

თვითმმართველობის არჩევნებზე ქობულეთის მუნიციპალიტეტში სულ 65 საარჩევნო უბანი იმუშავებს.  წევრებს საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე კენჭისყრით შეარჩევენ.