საგანგებო შტაბის სხდომა

30 აგვ 2017

აბასთუმნის მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, - შტაბის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, ასევე, დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული სატყეო სააგენტოების 1000-ზე მეტი თანამშრომელი.

ხანძრის კერებთან შეყვანილია ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა, გაიჭრა გზა. ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში ჩართულია საქართველოს და კიდევ რამდენიმე  ქვეყნის ავიაცია.