დაკარგულ 13 წლის ბიჭს ეძებენ ქობულეთში

31 აგვ 2017

ქობულეთში დაკარგულ 13 წლის ბიჭის სამძებრო სამუშაოები  ამ წუთებში მიმდინარეობს. არასრულწლოვანი  ზღვაზე ბანაობდა. ბავშვს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, წყალზე მაშველები  ეძებენ. 

ზღვაზე საშტორმო მდგომარეობაა. ღელვა 4 ბალს შეადგენს. სანაპირო ზოლში წითელი ალმებია  აღმართული,  რაც იმას ნიშნავს, რომ ბანაობა აკრძალულია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.