ქობულეთში 12 წლის მოზარდს ეძებენ

31 აგვ 2017

ქობულეთში დაკარგული 12 წლის ბიჭის სამძებრო სამუშაოები  ამ წუთებშიც მიმდინარეობს. არასრულწლოვანი ზღვაზე ბანაობდა. მოზარდს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, მაშველები  ეძებენ.  

დღეს ზღვაზე საშტორმო მდგომარეობაა. ღელვა 4 ბალს შეადგენს. სანაპირო ზოლში წითელი ალმებია აღმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანაობა აკრძალულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.