საგანგაშო სტატისტიკა - ალკოჰოლის საზიანო გამოყენებით ყოველწლიურად დაახლოებით 2.5 მილიონი ადამიანი იღუპება

02 სექ 2017

ალკოჰოლის საზიანო გამოყენებით ყოველწლიურად დაახლოებით 2.5 მილიონი ადამიანი იღუპება, მათშორის 320 ათასი,   15-29 წლის მოსახლეობაა. ალკოჰოლთან დაკავშირებული მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა ევროპის ქვეყნებში საერთო სიკვდილიანობის დაახლოებით 12%-ს იკავებს.

ალკოჰოლის მოხმარების შესამცირებლად და შესაძლო რისკების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ორგანიზაცია „არტინფო საქართველოსთან“ ერთად  სპეციალურ კამპანიას ახორციელებს.