გარემოს დაცვის სამართველოში ავიაციის გამოყენების აუცილებლობას ვერ ხედავენ

03 სექ 2017

აჭარის გარემოს დაცვის სამართველოს ინფორმაციით, ხულოში შავნაბადას მთაზე ხანძრის სამი პატარა კერაა.

პრესამსახურის ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არის. გარემოს დაცვის სამართველოში ავიაციის გამოყენების აუცილებლობას ვერ ხედავენ.