საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით აგვისტოში ტურისტთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა, საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა ერთ თვეში მილიონს გადააჭარბა

03 სექ 2017

2017 წლის აგვისტოში საქართველოს 1,080,449 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 232,068-ით მეტია. აგვისტოს თვის მაჩვენებლებით ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 573,368 შეადგინა, რაც 2016 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე 122,721-ით მეტია. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო მოგზაურთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დაფიქსირდა ზაფხულის სეზონზე.

ივნისი-აგვისტოს მონაცემებით საქართველოს 2,729,429 საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა, რაც გასული წლის ზაფხულის სეზონთან შედარებით 597,527-ით მეტია. 8 თვეში საქართველოს 5 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია. იანვარი - აგვისტოს მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 2,402,699 შეადგინა, რაც 546,537-ით მეტია 2016 წლის იანვარი - აგვისტოს მაჩვენებელზე. ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან რუსეთიდან თურქეთიდან და ირანიდან განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ - აგვისტო გამოირჩეოდნენ: ნიდერლანდები, გერმანია, გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი.