6 სექტემბრიდან წვიმაა მოსალოდნელი

03 სექ 2017

ორი დღის განმავლობაში მაღალმთიან აჭარასა და სანაპირო რაიონებში მზიანი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა  სანაპირო ზოლში 25-30, ხოლო მთაში 23-28 გრადუსი იქნება.

აჭარის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის  სინოპტიკოსის ინფორმაციით,  ამინდის მკვეთრი გაუარესება 6 სექტემბრიდანაა მოსალოდნელი.