ბოლოდროინდელ ხანძრებზე გამოძიება მიმდინარეობს

03 სექ 2017

დივერსია, დაუდევრობა თუ ბუნებრივი მოვლენა? საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მიუვალ ტყეებში გაჩენილ ხანძრებს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს, თუმცა ექსპერტები რამდენიმე ვერსიას განიხილავენ, მათ შორის განზრახ მოწყობილ ქმედებას, საფრენი აპარატის - “დრონის” გამოყენებით.

დივერსიას არც შინაგან საქმეთა მინისტრი გამორიცხავს. სპეციალისტები ტყეში და ფერდობებზე გაჩენილი ხანძრების გარდა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სავაჭრო ობიექტებში გაჩენილ ხანძრებსაც იხსენებენ.