შავნაბადას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ქართული ავიაცია ჩაერთო
04 სექ 2017
ცოტა ხნის წინ შავნაბადის მთაზე ცეცხლი გაღვივდა. ვითარება კლიმატური პირობების გამო გართულდა. ცეცხლის ჩაქრობის პროცესში უკვე ჩაერთო ავიაცია. როგორც ჩვენი რეპორტიორი ადგილიდან იუწყება ცეცხლი ხეებზე გადავიდა.