ხანძრის ოთხი კერა შუახევში

04 სექ 2017

ხანძრის 4 კერაა ამ წუთებში შუახევში. ხანძარი უკვე ტყეში გავრცელდა. ამის შესახებ ინფორმაცია “მთავარს” ადგილობრივებმა მიაწოდეს.

ამ დროისთვის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ხანძარი დასახლებული პუნქტიდან 5 კილომეტრშია. ადგილზე უკვე მიემართებიან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და სატყეო სააგენტოს თანამშრომლები. ცეცხლის ჩაქრობას ადგილობრივებიც ცდილობენ საკუთარი ძალებით. სოფელში ხანძარი ცოტა ხნის წინ შენიშნეს.