სალიკვიდაციო სამუშაოებში თურქული ვერტმფრენი ჩაერთო

05 სექ 2017

უკვე ერთ საათზე მეტია შავნაბადის მთაზე, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თურქული ვერტმფრენი ჩაერთო. დღესვე, ხულოში მეორე თურქულ ვერტმფრენსაც ელოდებიან. დილიდან მუშაობა განაახლა სალიკვიდაციო შტაბმა.

სტიქიის ზონაში დამატებით 100-მდე მაშველი დილიდან მუშაობს. ამის გარდა,  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 350 თანამშრომელი უკვე ცეცხლის კერებთან მივიდა. ხანძარს ხულოში მეოთხე დღეა ებრძვიან.