მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება

05 სექ 2017

სინოპტიკოსები ამინდის მკვეთრ გაუარესებას, ძლიერ ქარს და წვიმას პროგნოზირებენ. ჰაერის ცივი მასები შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან დღის ბოლოდან გავრცელდება.

ხვალ  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი დაფიქსირდება.