06 სექ 2017
ბათუმისთვის 10 ელექტროავტობუსის შეძენაა დაგეგმილი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იბიარდის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ავტობუსები განკუთვნილი იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
ელექტროავტობუსების პროექტი იქნება პირველი, რომელიც იბიარდის დაფინანსებით განხორციელდება. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რომლის ფარგლებში 200-ზე მეტი პროექტი და დაახლოებით 3 მილიარდი ევროს მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.