ტრენინგი ამერიკულ კუთხეში

06 სექ 2017

ადამიანის უფლებების დაცვა, ქალთა განათლების საკითხი, მეწარმე ქალთა წარმატების მიღწევის გზები, ქალთა და გოგონების წინააღმდეგ ძალადობის შეწყვეტა, პერსონალური ეთიკის კოდექსის შემუშავება, საჯარო გამოსვლის და მეტყველების ხელოვნება - ამ საკითხებზე საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში ტრენინგები ტარდება.

პროგრამა 11 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.  ტრენინგის მონაწილეები საჯარო და კერძო სკოლები კლასის მოსწავლეები და სტუდენტები არიან. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი საქართველოში ა.შ.შ.-ის საელჩოა.