თოჯინების თეატრში 81-ე სეზონი დაიწყო

09 სექ 2017

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიულ თეატრში რიგით 81-ე სეზონი გაიხსნა. მოწვეულმა სტუმრებმა თამაზ ბოლქვაძის სპექტაკლი “არანგამა” იხილეს.

სპექტაკლის შემდეგ თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგა. ღონისძიების დასასრულს  სტუმრებმა თეატრის ისტორიის შესახებ  მოკლემეტრაჟიანი ფილმი იხილეს