უკრაინის სასაზღვრო სამსახურის განცხადება

09 სექ 2017

უკრაინის სასაზღვრო სამსახური სააკაშვილისთვის პასპორტის ჩამორთმევას და პოლონეთში გაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა ვალერი სერვიატუკმა გააკეთა.

ინფორმაციას უკრაინული 24-ე არხი ავრცელებს. „მიხეილ სააკაშვილს ამჟამად რამდენიმე უკრაინული პასპორტი აქვს - შიდა და ორი უცხოური. შესაბამისი სახელმწიფო უწყების გადაწყვეტილებით, ეს პასპორტები გაუქმებულია. სასაზღვრო სამსახურს აქვს დავალებული, ჩამოართვას მას ეს პასპორტები. ანუ ჩამოვართმევთ პასპორტებს, გავაფორმებთ დოკუმენტებს და უკან გავაბრუნებთ მას პოლონეთში“, - განაცხადა სერვიატუკმა.