სანაპირო კურორტებზე ხავერდოვანი სეზონი გრძელდება

10 სექ 2017

12 და 13 სექტემბერს, თბილი ჰაერის მასები უფრო ინტენსიურად დაიწყებს გავრცელებას, რის ფონზეც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

განსაკუთრებით  დასავლეთ საქართველოში დაცხება, სადაც ტემპერატურა +35, +37 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთის ბარში +31, +33, ხოლო სანაპირო კურორტებზე +32, +34 გრადუსია მოსალოდნელი.
ზღვის წყლის ტემპერატურა ამ მომენტისთვის კომფორტულია და +25 გრადუსი ფიქსირდება.