უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას გამოეხმაურა

10 სექ 2017

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ქვეყანაში საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის  მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას  გამოეხმაურა.  სააკაშვილის მონაწილეობით უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მომხდარ ინციდენტს, მან  დანაშაული უწოდა.  პოროშენკოს თქმით, დაირღვა სახელმწიფო საზღვრის ურღვევობის კონსტიტუციური პრინციპი.