პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ნომრები განისაზღვრა

10 სექ 2017

ცოტა ხნის წინ დასრულდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წილისყრა, რომლითაც საარჩევნო სუბიექტებს რიგითი ნომრები მიენიჭათ. იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ბოლო არჩევნებში, მიმართვის შედეგად ცესკო-მ იგივე საარჩევნო ნომრები დაუტოვა. სულ არჩევნებში მონაწილეობას 24 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი ერთი კანდიდატი მიიღებს.

წილისწყრით ნომერი, სულ 15 საარჩევნო სუბიექტს მიენიჭა.