ტარიელ ებრალიძე არ გამორიცხავს, რომ ხანძრების ქრონიკა ერთსა და იმავე საქმეს უკავშირდებოდეს

10 სექ 2017

შუახევის გამგებელის ინფორმაციით, ხანძარი მოსახლეობამ საღამოს საათებში შენიშნა. ტარიელ ებრალიძის თქმით,  ადგილი სადაც წიწვოვანი ხეები იწვის, სოფელ დარჩიძეებიდან 9 კილომეტრში მდებარეობს, ტყე მიუვალია.  ამ წუთებში მოსახლეობა მობილიზებულია, რათა  ცეცხლის კერებამდე ფეხით მისვლა შეძლონ.  ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო 10-მდე ბრიგადა. ასევე სატყეო დეპარტამენტისა და თემის  წარმოდმაგდენლები. 

  გამგებლის ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 150-200 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. ტარიელ ებრალიძე არ გამორიცხავს, რომ ხანძრების ქრონიკა ერთსა და იმავე საქმეს უკავშირდებოდეს.