ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი შესაძლოა გაიზარდოს

11 სექ 2017

აჭარაში  ტურიზმის  სფეროს განვითარებისთვის 2018 წლის ბიუჯეტი შესაძლოა 2 მილიონ 416 ათას 700 ლარით გაიზარდოს. დღეს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა   მომავალი წლის  პროგრამული ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარმოადგინა. პრიორიტეტად  რეგიონის პიარ - კამპანია რჩება.

უწყების ინფორმაციით, რეკლამირება 16 სამიზნე ქვეყანაში განხორციელდება, რისთვისაც 6 მილიონ 820 ათასი ლარი დაიხარჯება. ამის გარდა, გაგრძელდება პროექტები “ტურიზმის განვითარების სკოლა”, ,,რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ”, ,,საუკეთესო ტურისტული ობიექტების დაჯილდოვება”  “მაგნოლია 2018” და  “იდუმალი სტუმარი”.