საოკუპაციო რეჟიმი ხნულებს ავლებს

11 სექ 2017

დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლების განცხადებით, სოფელ ხურვალეთთან ხნულების გავლებას არაფერი კავშირი არ აქვს სასაზღვრო ნაგებობებთან და სამუშაოების წარმოება დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა რამდენიმე თვის წინ დააანონსეს.

სოფელ ხურვალეთთან ოკუპირებული ტერიტორიიდან 2 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა  დღეს გამოჩნდა და გამყოფი ხაზის სიახლოვეს ხნულის გავლება დაიწყო. გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის, როინ ადიკაშვილის განცხადებით, დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა იგივე ხნული განაახლეს, რომელიც დაახლოებით 2 თვის წინ გაავლეს.