ორი ადამიანი დაშავდა ხულოში ავტოსგაზაო შემთხვევის დროს

12 სექ 2017

ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სოფელ პაქსაძეებში  მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის დროს ორ მგზავრი მსუბუქად დაშავდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა​ს გულისხმობს, რამაც  ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.