განათლების სამინისტროს პროგრამების განხილვა

12 სექ 2017

აჭარის განათლების სამინისტროში მომავალი წლის ბიუჯეტის პროგრამული პრიორიტეტების  განხილვა მიმდინარეობს. პირველადი ვერსიის მიხედვით უწყების  პროგრამული დაფინანსება დაახლოებით 3 მილიონი ლარით იზრდება. ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ინფრასტრუქტურული პროექტები დასახელდა.  

მინისტრის განცხადებით, რეგიონში 6 ახალი სკოლის მშენებლობა იგეგმება.  სარემონტო-სარეაბილიტაციო  სამუშაოებისთვის კი ჯამში 3 მილიონზე მეტი დაიხარჯება. ახალი პროგრამების პარალელურად  გაგრძელდება მიმდინარე პროგრამებიც.  შეხვედრას სხვადასხვა უწყების და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან.