9 აპრილის მემორიალი მხოლოდ ქედაშია

13 სექ 2017

ბათუმის მსგავსად 9 აპრილის მემორიალი არც აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშია. გამონაკლისი მხოლოდ ქედაა, სადაც  9 აპრილის სკვერია მოწყობილი.

ქობულეთის, ხელვაჩაურის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში  ამ თარიღის  აღმნიშვნელი მონუმენტი ქვის პატარა ლოდებზე გაკეთებული წარწერაა.