ოკუპირებული ცხინვალის გადაწყვეტილება

15 სექ 2017

ოკუპირებული ცხინვალი "რესპუბლიკის დღის" აღნიშვნის გამო ეგრეთწოდებულ გამშვებ პუნქტებს სამი დღით ჩაკეტავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო სპუტნიკ ოსეტია ავრცელებს. გამშვები პუნქტები 19 სექტემბერს დილის 09:00 საათიდან 22 სექტემბრის დილის 07:00 საათამდე იქნება ჩაკეტილი.

ცხინვალის დეფაქტო მთავრობა 20 სექტემბერს არაღიარებული რესპუბლიკის დღის 27-ე წლისთავს "აღნიშნავს", "დღესასწაულის" ფარგლებში, სხვადასხვა გასართობ ღონისძიებასთან ერთად, "აღლუმიც" არის დაგეგმილი.