ფურტიოს მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს

16 სექ 2017

ფურტიოს მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს. ფერმრები შიშობენ, რომ შემოსავლის გარეშე დარჩებიან, რადგან  უწყლობის გამო მოსავალი გახმა.  შუახევის გამგეობის ინფორმაციით,  ფურტიო, ბუთურაული-ნენიის წყალსადენის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება და წყლით 800-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს. პროექტის ღირებულება   5 მილიონი ლარია.