ქობულეთში საცხოვრებელი სახლი იწვის

17 სექ 2017

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში  საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილზე  სამაშველო და სახანძრო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა ამ წუთებშიც მუშაობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. დეტალებს გამოძიება დაადგენს.

სოფელ კვირიკეში გამგებლის წარმომადგენელი, ედიტა გოგიტიძე ამბობს, რომ ზურაბ ღაღაიშვილების საცხოვრებელი ნაწილობრივ დაიწვა. ხანძრის დროს სახლში მხოლოდ ერთი ქალი იმყოფებოდა, რომელმაც ცეცხლმოკიდებული შენობიდან გამოსვლა მოახერხა.