გამოიყენა თუ არა აჭარის უმაღლესმა საბჭომ ადმინისტრაციული რესურსი?

17 სექ 2017

,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტო - მასალები სხვადასხვა საჯარო უწყების ფეისბუქ გვერდებზეა განთავსებული”-აცხადებენ  ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში”.

შესაძლო  კანონდამრღვევთა შორისაა აჭარის უმაღლესი საბჭო, აჭარის ფინანსთა სამინისტრო და  აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი.