სამუშაოები აზიური ფაროსანას წინააღმდეგ

17 სექ 2017

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო საავიაციო  წამლობა მიმდინარეობს  გურიის რეგიონში. ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში 5 ათასამდე საყანე ფართობებისა და დიდი მასივების დამუშავება იგეგმება.

ამის გარდა  თერმული ნისლის ტექნოლოგიით, სამანქანე და სატრაქტორე აგრეგატებით მავნებლის საწინააღმდეგოდ იწამლება ის ფართობები, სადაც ავიაციის გამოყენება შეუძლებელია. აქვე გეტყვით, რომ აჭარაში  აღნიშნული მავნებლის საწინააღმდეგო წამლობაში ავიაციის ჩართვის საჭიროება არ დგას.