ჰესის მშენებელი კომპანიის პასუხი

19 სექ 2017

შუახევ ჰესის წყალგამტარი გვირაბის ნაწილობრივ ჩამოშლასთან დაკავშირებით მშენებელი  კომპანია “მოტ მაკდონალდი”  განმარტებას აკეთებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარეობს გვირაბის ნაწილის ჩამოშლის მიზეზის დადგენა. კომპანიაში ამბობენ, რომ არსებული ვითარება ჰესის ექსპლუატაციაში შესვლას ხელს არ შეუშლის და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.