გონიო ციხის კოშკების რესტავრაცია

19 სექ 2017

გონიო- აფსაროსის ციხეში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე 2 კოშკის აღდგენა- რესტავრაცია მიმდინარეობს. სამუშაოებისთვის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 90 ათასი ლარი გამოყო.  სააგენტოს დირექტორ, ლაშა ასლანიშვილის თქმით,  დაგეგმილია ასევე ციხის ცენტრალური სავალი ბილიკის განათება და ავტოსადგომის კეთილმოწყობა