ხეივნის განვითარების კონცეფცია

20 სექ 2017

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები “ქართული ოცნების” ბათუმის მერობის კანდიდატს სიცრუეში ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფცია, რომელსაც ლაშა კომახიძე ახსენებს, წინა ხელისუფლების დროს, ცნობილმა იტალიელმა არქიტექტორ-დიზაინერმა შეიმუშავა.

კომახიძე კი აცხადებს, რომ ის არა ესკიზზე, არამედ, 2 წლის წინ აჭარის მთავრობის მიერ შემუშავებულ კონკრეტულ პროექტზე საუბრობს. რაც შეეხება ესკიზს, მერობის კანდიდატის თქმით ამაში ასობით ათასი ლარი წინა ხელისუფლებამ ფუჭად დახარჯა.