სოფელ მახალაკიძეებში გზა ამ დრომდე გადაკეტილია

14 ივნ 2016

სოფლის დეტალური გეოლოგიური საინჟინრო კვლევის  დაწყებამდე სოფელ  მახალაკიძეების მოსახლეობა საპროტესტო  აქციის შეწყვეტას არ აპირებს. ისინი ერთი თვის წინ აჭარის გეოლოგთა ჯგუფის მიერ შესწავლილ დასკვნებს არ ენდობიან.