დაზარალებული ფერმერები

14 ივნ 2016

ქედაში, ფერმერების ნაწილს მოსავალი მთლიანად გაუნადგურდა. მიზეზად უხარისხო მინერალურ სასუქებს ასახელებენ. ისინი ქვეყანაში შემოსული ფოსფორის შემოწმებასთან ერთად,  მთავრობისგან კომპენსაციასაც ითხოვენ. თუმცა, აგროსერვისცენტრი გლეხებისთვის მხოლოდ რჩევების მიცემას გეგმავს.