სემეკმა 4 კომპანიას ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი შეუმცირა

21 სექ 2017

ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების კორექტირებაზე იმსჯელეს სემეკში. 4 თბოელექტროსადგურისთვის 2017 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების შემცირების მთავარ მიზეზად სემეკის თავმჯდომარემ  ვალუტის კურსი დაასახელა.

საუბარია არა სამომხმარებლო არამედ, კომპანიებისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენაზე. დღეს განსაზღვრული ტარიფი წლის ბოლომდე იმოქმედებს.