11-12 მარტის მოვლენების სასამართლო პროცესი

21 სექ 2017

მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საქალაქო სასამართლოში 11-12 მარტის ბათუმის აქციის ორგანიზებაში ბრალდებულების საქმის არსებითი განხილვა.

დაკითხეს დაზარალებულად ცნობილი მხარეები: ბათუმის მერიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები. თვითმმართველობა ქალაქისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ბრალდებულებისგან ითხოვს.