ხინოწმინდის რეაბილიტაცია

21 სექ 2017

ქობულეთში, ხინოს ნაეკლესიარის კონსერვაცია მიმდინარეობს. საკულტო ნაგებობის რესტავრაციის პირველი ეტაპისთვის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 100 ათასი ლარი გამოყო.

ფიქრობენ, რომ ეკლესიის აღდგენა, ტურიზმის განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება. ამავე სოფელთანაა კინტრიშის ხეობის უნიკალური ტყე. ზამთარი ამ სოფელში საკმაოდ გრძელი და მკაცრია, ამბობენ, რომ  თოვლის სიმაღლე 7 მეტრს აღწევს, რაც გადაადგილების და კომუნიკაციის პრობლემას ქმნის. ქობულეთის იალაღები და კულტურული მემკვიდრეობა მთავარში