გარდაცვლილის ოჯახი პროკურატურას მიმართავს

10 აპრ 2016

26 მარტს ხელვაჩაურში გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრები ძალოვან უწყებებს მიმართავენ. მათი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ არასრულწლოვანს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა-სიმართლეს არ შეესაბამება. ისინი დანაშაულში ეჭვმიტანილი პირის დასჯას ითხოვენ. 26 მარტს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ საქმე 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, ამავდროულად მიმდინარეობს ექსპერტიზის შედეგების შესწავლა, ამ ეტაპზე კი დამნაშავე პირები არ იკვეთებიან.