ინფრასტრუქტურული პროექტი

22 სექ 2017

ბათუმში,  ბარცხანის დასახლებაში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში შრომის ქუჩაზე, გაკეთდა სანიაღვრე სისტემა და დაიგო ასფალტის საფარი.

საერთო ჯამში, ბარცხანის დასახლებაში 18 ქუჩისა და ჩიხის რეაბილიტაცია განხორციელდება. საერთო ჯამში სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 4 მილიონ ნახევარ ლარამდე დაიხარჯება.